საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის IX-X  კლასის მოსწავლეებმა  ტელევიზიით შეიტყვეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახის გასაჭირი და გადაწყვიტეს მათი დახმარება. სკოლასა და თემში შეაგროვეს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები, შეგროვებული თანხით კი შეიძინეს საკვები პროდუქტები.  ტრანსპორტის გამოყოფისთვის მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ პაატა ხიზანაშვილს, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაავალა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2017 წლის 28 იანვარს მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ თემურ წიკლაურთან ერთად, ნობათით ეწვივნენ სიფრაშვილების ოჯახს, გადასცეს შეგროვებული ნივთები, გაუმართეს პატარა კონცერტი და კმაყოფილები თავიანთი ქველმოქმდებით, დაბრუნდნენ უკან.