საქველმოქმედო აქცია „სიკეთის კვალდაკვალ”გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა შეიტყვეს სოფელში გაჭირვებული ასაკოვანი ქალბატონის, კერძოდ, 97 წლის ლიზა აფციაურის შესახებ, რომელსაც სციოდა, რადგან შეშა ჰქონდა დასაჭრელი. ისინი ინფორმაციის მოძიების შემდეგ 2017 წლის 1 თებერვალს ესტუმრნენ მოხუცს, შეშა დაუჩეხეს, სახლში შეუტანეს და დაუბინავეს.

საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის IX-X  კლასის მოსწავლეებმა  ტელევიზიით შეიტყვეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახის გასაჭირი და გადაწყვიტეს მათი დახმარება. სკოლასა და თემში შეაგროვეს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები, შეგროვებული თანხით კი შეიძინეს საკვები პროდუქტები.  ტრანსპორტის გამოყოფისთვის მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ პაატა ხიზანაშვილს, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაავალა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2017 წლის 28 იანვარს მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ თემურ წიკლაურთან ერთად, ნობათით ეწვივნენ სიფრაშვილების ოჯახს, გადასცეს შეგროვებული ნივთები, გაუმართეს პატარა კონცერტი და კმაყოფილები თავიანთი ქველმოქმდებით, დაბრუნდნენ უკან.

მოქალაქეობრივი ჩართულობა სათემო ცხოვრებაში

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის – IX-X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თემურ წიკლაურთან ერთად 2016 წლის 23 დეკემბერს მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია თემაზე ,,სიკეთის კვალდაკვალ”. კერძოდ მათ შეიტყვეს სოფელში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცის-რუსუდან ქავთარაძის შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება შეშის დაჭრაში. გააკეთეს მობილიზება და სხვა კლასელებიც აიყოლიეს კერძოდ (VII-VIII კლასი). გაკვეთილების შემდეგ მოულოდნელად ესტუმრნენ ქალბატონს შეშის დაჭრისათვის საჭირო იარაღებით და განუცხადეს თავიაანთი გადაწყვეტილება. მათ გაინაწილეს ფუნქციები: ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგი ურიკაზე ალაგებდა, ზოგს გადაჰქონდა და ზოგიც ალაგებდა მითითებულ ადგილას, რამაც დიდი სიხარული მოუტანა, როგორც მოხუცს, ასევე ბავშვებს, რადგან მათ ერთი დღე დაუთმეს სიკეთის თესვას.