მოქალაქეობრივი ჩართულობა სათემო ცხოვრებაში

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის – IX-X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თემურ წიკლაურთან ერთად 2016 წლის 23 დეკემბერს მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია თემაზე ,,სიკეთის კვალდაკვალ”. კერძოდ მათ შეიტყვეს სოფელში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცის-რუსუდან ქავთარაძის შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება შეშის დაჭრაში. გააკეთეს მობილიზება და სხვა კლასელებიც აიყოლიეს კერძოდ (VII-VIII კლასი). გაკვეთილების შემდეგ მოულოდნელად ესტუმრნენ ქალბატონს შეშის დაჭრისათვის საჭირო იარაღებით და განუცხადეს თავიაანთი გადაწყვეტილება. მათ გაინაწილეს ფუნქციები: ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგი ურიკაზე ალაგებდა, ზოგს გადაჰქონდა და ზოგიც ალაგებდა მითითებულ ადგილას, რამაც დიდი სიხარული მოუტანა, როგორც მოხუცს, ასევე ბავშვებს, რადგან მათ ერთი დღე დაუთმეს სიკეთის თესვას.